სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა კვაშილავა

Your browser doesn’t support HTML5

19 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გელა კვაშილავა, პროექტ "მეგობრული გზების" ავტორი, ორგანიზაციის - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საგზაო უსაფრთხოების საკითხზე. 2012 წელს საქართველოში 5359 საგზაო შემთხვევა აღინუსხა. შედეგად გარდაიცვალა 605 ადამიანი და დაშავდა 7734. გელა კვაშილავა თვლის, რომ საგზაო უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა. პროექტ "მეგობრული გზების" იდეაც პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართვაა.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი გელა კვაშილავასთან