სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩიტიძე

Your browser doesn’t support HTML5

19 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიტიძე, იურისტი. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის პოზიციის შესახებ. გიორგი ჩიტიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ქვეყანა ახალ კონსტიტუციას მიიღებს მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მას ცვლილებები დაერქმევა. იცვლება კონსტიტუციის შინაარსი, მუხლების ნუმერაცია, სტრუქტურა, მოცულობა. გიორგი ჩიტიძის თქმით, ვენეციის კომისიამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საარჩევნო სისტემაზე. "დილის საუბრების" სტუმარი განმარტავს, რომ ვენეციის კომისიის დოკუმენტი სარეკომენდაციოა: "ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა გავიგოთ, რომ ევროპის საბჭო ან ვენეციის კომისია თავს გვახვევს თავის მოსაზრებებს. პირიქით, ეს ორგანო მოწოდებულია, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ჰარმონიზებული წევრი ქვეყნების სამართლებრივი სისტემა, პირველ რიგში - კონსტიტუცია იმ საერთო ევროპულ ღირებულებებთან და იმ ოჯახთან, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ 1999 წლიდან", - ამბობს გიორგი ჩიტიძე "დილის საუბრებში".

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ჩიტიძე "დილის საუბრებში"