„მართლა ვაჟკაცები ვართ თუ გვინდა ვიყოთ ვაჟკაცები?“ - ინტერვიუ გიორგი ოკმელაშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ოკმელაშვილი, მეგობრებისთვის ოკმელა, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავეს და რამდენიმეწლიანი სასჯელით გაუშვეს ციხეში.

ჯერ კიდევ „რუსულ კანონად“ მიჩნეული აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტი 5-წლიანი სასჯელით მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან შეწყალებულის სტატუსით გამოვიდა - იმ წლების განმავლობაში, რაც მან ციხეში გაატარა, კიდევ ასზე მეტი დემონსტრანტი მოხვდა ციხეში სისხლის სამართლის ბრალდებით, აგენტების კანონის გარდა არაერთი სხვა რეპრესიული კანონი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ევროინტეგრაციის პროცესიც შეაჩერა.

ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს, „გამოკითხვაში“ მას ერთი მხრივ ციხის ამბებს ვეკითხებით, მეორე მხრივ კი იმ დანაკლისებს განვიხილავთ, რაც უსამართლობის შეგრძნებით ციხეში ყოფნას ახლავს თან.