ქართული EX LIBRIS-ის სამყარო

ექსლიბრისი - წიგნის ნიშანი, მხატვრობისა და წიგნის სიყვარულის პირმშო. კულტურა, რომლის პირველი ნიმუშები საქართველოში ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში შეიქმნა მწიგნობარ ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილისეული ექსლიბრისების სახით, ახლა კი ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა.