დაიწვა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“

Your browser doesn’t support HTML5

ხანძრის შედეგად დაიწვა თბილისის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრი, „ბავშვთა სამყარო“ და მისი მიმდებარე ტერიტორია. წუხელ გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა 30-ზე მეტი ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავდა ორი მეხანძრე.