ხანძარი ბორჯომში ჯერაც არ ჩამქრალა

Your browser doesn’t support HTML5

ბორჯომის ხეობაში გრძელდება ოპერაცია ხანძრის ჩასაქრობად. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც ეხმარებიან. სოფელ დაბასთან, ტყიან ფერდობზე, ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ცნობების თანახმად, ბორჯომის რაიონის სოფლებს, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს.