ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

Your browser doesn’t support HTML5

ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა საქართველოს წარმომადგენელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ-მდე წონითი კატეგორია). ფინალურ შეხვედრაში ის რუსეთის მოჭიდავესთან, ჯამალ ოტარსულტანოვთან დამარცხდა. მანამდე ნახევარფინალში 21 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა იაპონელი შინიჩი იუმოტო.