„რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი - ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - თქვა კობახიძემ.
„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20% მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას - ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახაკობახიძე ასევე შეეხო ჩორჩანის მონაკვეთს, სადაც, მისი თქმით, საოკუპაციო ხაზი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს სცდება.
„რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია - რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი - ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. [...] ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა“, - თქვა კობახიძემ.
მის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„კარგად დაითვალა, ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, ქვეყნის რა ნაწილია ოკუპირებული, ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართავს დღეს, ვინ მართავს რეალურად საქართველოს“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ
ჩორჩანის საგუშაგომ მიტაცებას 1680 ჰექტარი გადაარჩინა - რა უთხრა სასამართლოს გახარიას საქმის საკვანძო მოწმემ- „ქართული ოცნება“ 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს, ჩორჩანასთან ტერიტორიის დაკარგვაზე კი - ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. თავად გახარია აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებით საქართველომ თავიდან აიცილა დამატებითი ტერიტორიის დაკარგვა.