ლარის კურსი ეცემა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსი ისევ გაუარესდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3752 ლარი გახდა, ევროსი კი - 2.6103 ლარი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0215 ლარით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.