მაკა ბატიაშვილის შავ-თეთრი ფერწერა

Your browser doesn’t support HTML5

ქუჩაში ნანახ ადამიანებს, გონებაში დარჩენილ სახეებს მაკა ბატიაშვილი თავისი წარმოსახვით თავგადასავალს უგონებს და შემდეგ ამას თავისი ნამუშევრების მეშვეობით ჰყვება. ფერებით მოთხრობილი ცხოვრება ერთ დღესაც შავ-თეთრმა ტილოებმა შეცვალა. ეს სერია მაკა ბატიაშვილისთვის 90-იანი წლების მოგონებებს უკავშირდება. "პროექტ არტბითის" ახლად გახსნილ მუდმივ საგამოფენო სივრცეში 30 დეკემბრამდე დამთვალიერებელი სწორედ  მხატვრის ნამუშევრების შავ-თეთრ სერიას იხილავს.