როგორი იქნება მეორე ტური ქუთაისში?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 27,03% მიიღო, მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებისა, საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურიდან არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მოხსნის პრაქტიკას. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე განმარტავს, რომ მეორე ტური მაინც გაიმართება.