მინდია ჯანელიძე: პირდაპირი აგრესიის საფრთხის მომატება მომავალში არ არის გამორიცხული

მინდია ჯანელიძე

საქართველოს არმიაში, რომელიც ნატოს სტანდარტებს ყოველ წელს დიდი ნაბიჯებით უახლოვდება, ჯერ კიდევ მოუგვარებელია ხარისხიანი კვებისა და სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები, - ეს ხარვეზი საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გულწრფელად აღიარა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. შესაბამისად, იბადება კითხვა: როგორ აპირებს ასეთ ვითარებაში უფრო რთული სამხედრო-ტექნიკური და ლოგისტიკური ამოცანების გადაჭრას თავდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობა? და კიდევ: რა თავდაცვითი იარაღის მიღებას ელოდებოდა ვაშინგტონისგან და რა სახის შეიარაღებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას თანამდებობიდან გადაყენებამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარიზში? დაბოლოს, რას ფიქრობს "კაბელების საქმეზე" დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლების ბედზე მინდია ჯანელიძე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფრთხილია პროგნოზებში, სამომავლოდ საქართველოს მიმართ პირდაპირი აგრესიის საფრთხის მომატებასაც არ გამორიცხავს.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი