სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ოპოზიციის აქციის მონაწილეები

Your browser doesn’t support HTML5

7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღეს, ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართეს საპროტესტო აქციები. პოლიციამ რამდენიმე ასეული მოქალაქე დააკავა, მათგან ყველაზე მეტი - პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სადაც ათასზე მეტმა დემონსტრანტმა მოაწყო მსვლელობა ქალაქის ცენტრში. (რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვიდეო).