25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენები, ეწყობა კონცერტები და გამოფენები. რუსთაველის გამზირზე წელსაც განთავსდა სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ზეიმში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ გამზირზე მოსახლეობა ბავშვებთან ერთად არის გამოსული.