ხელისუფლება ამ პროცესს დღემდე „ძალადობრივს“ და „გარედან მართულს“ უწოდებს, მის მონაწილეებს კი - „რადიკალებს“.
ამ ვიდეოში ხუთი განსხვავებული გმირის ისტორიით ვაჯამებთ პროტესტის 700-ზე მეტ დღეს.
ეს არის ამბავი მათზე, ვინც ორი წელია ქუჩაში დგას; მათზე, ვინც ჯარიმებისა და დევნის გამო ბრძოლას გამოეთიშა ან ემიგრაციაში წავიდა; და მათზეც, ვინც აქციებს არასდროს შეერთებია, რადგან პროტესტის ამ ფორმას არ იზიარებს.
ამ ვიდეოს გმირები გვიზიარებენ, სად მივიდა პროტესტი და რა შედეგები ჰქონდა მას, როგორ შეცვალეს ადამიანებმა საკუთარი ცხოვრება იქ დგომის გამო, როგორ შეცვალა თავად პროტესტმა მათი ცხოვრებები და რა კრიტიკა ისმის ამ პროცესის მიმართ.