პანკისისა და დანარჩენი საქართველოს მოლოდინი

იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებთან დაკავშირებული? ჰქონდა თუ არა მას ხელყუმბარა, როცა სპეცრაზმმა ცეცხლი გაუხსნა და სასიკვდილოდ დაჭრა? გადაამეტა თუ არა სპეცრაზმმა უფლებამოსილებას? - ამ კითხებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ გამოძიებისგან როგორც მოკლულის ოჯახის წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კვალიფიციური გამოძიების ჩატარებაზე ლაპარაკობს ხელისუფლებაც.