ცალმხრივი პეკინი − ჰო თუ არა?

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის გამზირი ცალმხრივი გახდეს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპორტისა და ავტომანქანების ნაკადების გამოკვლევა. როგორც მერი ამბობს, მოქალაქეთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი მხარს უჭერენ პეკინის გაცალმხრივების გეგმას. დარგის ექსპერტთა აზრით, ხერგილების პრობლემის მოსაგვარებლად გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება საუკეთესო გამოსავალი არ არის და მუნიციპალიტეტმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს არა ავტომანქანების მფლობელების, არამედ ქვეითების ინტერესებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზე.