ცეცხლი და ყინული - რა ხდებოდა 2024 წლის ნოემბერში

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

იმავე დღეს პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მთელ საქართველოში დაიწყო მასობრივი გამოსვლები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო მიტინგები პირველ თვეებში, როდესაც ყოველდღიურად რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

აქციების დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა.

უშვებდნენ ცრემლსადენ გაზს.

აკრძალეს აირწინაღები და სამედიცინო ნიღბები, რომლებითაც აქციის მონაწილეები მოწამვლისგან იცავდნენ თავს.

სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის ყოველდღე ხდებოდა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეები იყენებდნენ ფეიერვერკებს, რომლებიც ასევე მალევე აკრძალეს.

აქციის მონაწილეებმა შეაგროვეს ქუჩის სკამები, სანაგვე ურნები და ბარიკადები აღმართეს.

ბარიკადებზე ხშირად ცეცხლიც ენთო.

წვავდნენ ბიძინა ივანიშვილის პორტრეტებს, სიმბოლურ „კუბოსა“ და თოჯინას.

შეტაკებისასას ბევრი აქციის მონაწილე დაშავდა.

ფოტოზე: ზვიად ცეცხლაძე.

დაიწყო მასობრივი დაჭერები, აქციის მონაწილეების ნაწილი დღემდე სასჯელს იხდის.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავების შემდეგ მათ სამარშრუტო მანქანებში აგროვებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.

აქციის მონაწილეები ჯარიმდებოდნენ 500 - 5 000 ლარით. მოგვიანებით, მათ პირდაპირ ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებდნენ.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ყოველდღიურად იკრიბებიან აქციის მონაწილეები და ითხოვენ, საქართველო ევროპულ კურს დაუბრუნდეს.