რას ფიქრობს ხალხი კატალონიაში მიმდინარე მოვლენებზე

Your browser doesn’t support HTML5

კატალონიის რეგიონალური მთავრობა აპირებს უახლოეს დღეებში გამოაცხადოს ესპანეთისგან დამოუკიდებლობა. 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა მხარი დაუჭირა ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გასვლას. ამასთან, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა, 42 %-მა. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა ჯერ კიდევ მის ჩატარებამდე. რას ფიქრობს ხალხი კატალონიაში მიმდინარე მოვლენებზე?