რატომ ევროპა?

რადიო თავისუფლება იწყებს ახალი გადაცემების ციკლს „რატომ ევროპა?“ გადაცემის არსი ის არის, რომ კიდევ ერთხელ მიაწოდოს მსმენელებს სათქმელი, დააფიქროს დასავლური ღირებულებების თაობაზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოში ევროპული არჩევანი. გადაცემას ორი ლაშა უძღვება - მწერალი ლაშა ბუღაძე და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. გადაცემის აუდიოვერსია ყოველ ორშაბათს გავა რადიო თავისუფლების ეთერში 19:05 საათზე, ტელევერსია კი განთავსდება რადიო თავისუფლების ვებსაიტზე (radiotavispleba.ge). ორ ლაშას ყოველ გადაცემაში ეყოლება თითო სტუმარი, თუმცა დღეს პირველი გადაცემაა, ლაშა და ლაშა ამჯერად მარტო არიან სტუდიაში და ცდილობენ გაარკვიონ, რატომ არის ამგვარი გადაცემა მნიშვნელოვანი - რატომ ევროპა?

Your browser doesn’t support HTML5

რატომ ევროპა?