ნებაყოფლობითი მონობა

Your browser doesn’t support HTML5

ნებაყოფლობითი მონობა საბჭოთა წარსულის ერთ-ერთ გამოვლინებადაა მიჩნეული. ადამიანი ცხოვრობდა ტოტალიტარულ სისტემაში, ეჩვეოდა ასეთ ცხოვრებას და არაფერს აკეთებდა მის შესაცვლელად. მართალია, საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ მორჩილების ეს ვნება ჯერ კიდევ ძლიერად ვლინდება ჩვენს ყოფაში, მედიაში, თაობების ურთიერთობაში, ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობაში. „წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებაში რადიო თავისუფლების ბლოგერი, ფილოლოგი ზაალ ანდრონიკაშვილი ნებაყოფლობითი მონობის მიზეზებზე მსჯელობს გადაცემის ავტორთან, გიორგი გვახარიასთან ერთად.