როცა შადრევნები შადრევნობს

Your browser doesn’t support HTML5

2016 წლის მაისიდან თბილისში არსებული 54 შადრევანი მოვლა-პატრონობისთვის გადაეცა შპს “თბილსერვის ჯგუფს” და, შესაბამისად, მასვე დაეკისრა პასუხისმგებლობა მათი გამართული მუშაობისთვის. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შადრევნების 80 პროცენტი იმ დროისთვის ამორტიზებული იყო, ჰქონდა ძრავის გამართულად მუშაობისა და წყლის ეფექტიანად ხარჯვის პრობლემები. 2017 წლის დასაწყისიდან “თბილსერვის ჯგუფმა” დაიწყო შადრევნების ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესი, რის შედეგადაც განახლდა 25 შადრევანი. წლის ბოლომდე ამ რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ. შადრევნების განახლებისთვის 2016-17 წლებში ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 მილიონი ლარი გამოიყო.