სადღობელაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 სექტემბრამდე გადადო „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა. სადღობელაშვილი პოლიციამ „ქართული მარშის“ აქციაზე დააკავა. მას ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თავის მხრივ, სადღობელაშვილი აცხადებს, რომ არათუ უდანაშაულოა, პირიქით, პოლიციამ იძალადა მასზე. სადღობელაშვილი აპირებს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებები წარუდგინოს.