სახიფათო შენობები

Your browser doesn’t support HTML5

აღმაშენებლის გამზირზე, კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობის ფასადის ჩამოშლის შედეგად, 12 ივლისს ფეხით მოსიარულემ სხეულის დაზიანება მიიღო. ის მკურნალობას სტაციონარში გადის, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე დაიწყო გამოძიება. კითხვაზე, თუ ვის კომპეტენციაში შედის შენობათა ფასადების მდგომარეობის კონტროლი, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის მონიტორინგი არ ხორციელდება. როგორც ირკვევა, დღესდღეობით არ არსებობს უწყება, მათ შორის არც მერიაში, რომელიც პერიოდულად უნდა ახორციელებდეს შენობების ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგს. შესაბამისად, არ არსებობს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიები იმ დრომდე, სანამ, როგორც წესი, შენობის მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით თავად მობინადრე არ მიმართავს გამგეობას.