გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ

Your browser doesn’t support HTML5

1 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აპროტესტებდნენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ფაქტს. ისინი ხელისუფლებას, სულ ცოტა, უმოქმედობასა და ფაქტისადმი არაადეკვატურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ძალოვანი მინისტრების პარლამენტში დაბარებას ითხოვენ.