კონფლიქტები სასკოლო სივრცეში

Your browser doesn’t support HTML5

30 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქეთევან ვასაძე, "კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის" დამფუძნებელი. ცენტრმა 2016 წლის თებერვალ-ივლისის თვეებში ჩაატარა კვლევა სკოლებში, რომლის მიზანი იყო სასკოლო სივრცეში კონფლიქტების წარმოშობის, ტიპებისა და მოგვარების გზების გამოკვეთა. კვლევამ დაფარა თბილისსა და რუსთავში არსებული საჯარო სკოლები, მასში ჩართულები იყვნენ მასწავლებლები. გამოკითხულთა პასუხებიდან ირკვევა, რომ სასკოლო კონფლიქტების დიაპაზონი საკმაოდ ვრცელია და ამ სივრცეში ვხვდებით ძალადობის თითქმის ყველა ტიპს, იქნება ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. რა იციან სკოლაში მომუშავე პირებმა კონფლიქტების პრევენციის, წარმოშობის მიზეზებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში თავს და როგორ აყენებს ზიანს მოსწავლის ინტერესებს სკოლებში კონფლიქტური მდგომარეობა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.