ჩვენი სტუმარი: ლინა ღვიანიანიძე

Your browser doesn’t support HTML5

24 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, EMC-ს სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა რკინიგზელთა შიმშილობის აქციის წინაპირობებზე, მიმდინარეობასა და სამართლებრივ ჩარჩოზე. "დილის საუბრების" პირველ ნაწილში ტელეფონით ჩაერთო და მოშიმშილეთა მოთხოვნებზე ილაპარაკა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარის მოადგილემ - ილია ლეჟავამ. გადაცემის მეორე ნაწილში კი "საქართველოს რკინიგზის" პოზიციები განმარტა ნანა კლარჯეიშვილმა, "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსმა. რკინიგზელთა შიმშილობის აქცია 15 აგვისტოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.