სერგო ძაგნიძე: შარშან ფულის გამოძალვისთვის პასუხისგებაში მისცეს შვიდი სამხედრო

სერგო ძაგნიძე

საქართველოს სამხედრო უწყების სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაასრულა არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაში დადანაშაულებული ქართველი მშვიდობის დამცველების საქმის გამოძიება.

სხვა საგამოძიებო ქმედებების გარდა, მხარეებმა ადგილზე, ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ოფიციალური ინფორმაციით, უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება. რა აჩვენა ამ გამოძიებამ? როგორია ზოგადი დანაშაულის სტატისტიკა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მსახურობენ თუ არა სამხედრო პოლიციაში წინა ხელისუფლების დროს ჯარისკაცთა წამებასა და ძალადობაში ეჭვმიტანილი კადრები? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი