გიორგი სოსელია შიდსით დაავადებულთა მკურნალობის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

23 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი სოსელია, ორგანიზაციის „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“ და აივ-დადებითი ადამიანების აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონული ქსელის წარმომადგენელი საქართველოში. მან ილაპარაკა ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. "გლობალური ფონდი" 2004 წლიდან აფინანსებს საქართველოში ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ფონდი 2016 წლიდან შეწყვეტს საქართველოში პროგრამის დაფინანსებას და საჭიროა, სახელმწიფომ დღესვე დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ შიდსით დაავადებული ადამიანების უწყვეტი მკურნალობა უზრუნველყოს.