მომრავლდნენ თუ არა ქვეწარმავლები თბილისში?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში გავრცელებულ გველის სახეობათა რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს, მათგან შხამიანი მხოლოდ ოთხია: გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და კაზნაკოვის გველგესლა. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აღრიცხულია 670 ზარი, რის შედეგადაც სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს 322 ქვეწარმავალი. შარშანდლისგან განსხვავებით, წელს შხამიანი გველი არ დაუჭერიათ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობას შიშის საფუძველი არა აქვს და ზაფხულში ქვეწარმავალთა მომრავლება სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.