თავდასხმა ჩერნოგორიაში აშშ-ის საელჩოზე

Your browser doesn’t support HTML5

ჩერნოგორიის უშიშროების ძალებმა ალყა შემოარტყეს ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოს მას შემდეგ, რაც ღამით შენობაზე თავდასხმა მოეწყო: მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ოფიციალური პირების ცნობით, არავინ დაშავებულა. 22 თებერვალს, ნაშუადღევს, ჩერნოგორიის პროკურატურამ და პოლიციამ დაასახელეს სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა: დალიბორ ჯაუკოვიჩი, რომელსაც „სერბიაში დაბადებულ“ პირად მოიხსენიებენ. გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია, რომ  მიმდებარე ტერიტორიის შემოწმებისას, უშიშროების ძალებს არ უპოვიათ სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები.