თამარ ხულორდავა: აუცილებელია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის გადახედვა

Your browser doesn’t support HTML5

რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში დღეს გაიხსნა "რიგის კონფერენცია" ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომლის ყურადღების ცენტრშია პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ხასიათის გამოწვევები ევროპასა და ბალტიისპირეთის რეგიონში. კონფერენციაზე მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაც, რომელსაც რადიო თავისუფლების სპეციალურმა კორესპონდენტმა, კობა ლიკლიკაძემ ჩამოართვა ინტერვიუ.