თბილისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა

14 ნოემბერს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს, მუშაობას შეუდგა. თავმჯდომარის პოსტზე მას მხარი მხოლოდ თანაპარტიელებმა დაუჭირეს. თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს 50 დეპუტატიდან 40 მმართველ პარტიას წარმოადგენს, 10 კი - ოპოზიციას. საკრებულო სულ 4 პარტიის წევრებით დაკომპლექტდა.