თბილისში, ორბელიანის მოედანზე აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაშავდა

გივი თარგამაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ორბელიანის მოედანზე მომხდარი აფეთქების გამო დაიწყო გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს საღამოს. მანქანაში იმყოფებოდნენ დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებული არიან მძღოლი და გამვლელები, სულ ოთხი პირი. ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორის - სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა-რეანიმატოლოგმა ქეთევან ხარეგიშვილმა განუცხადა.