კუპატაძე ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
„მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე კუპატაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა. სამინისტროს ცნობით, თადუმაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
2024 წლის დეკემბერში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო კუპატაძეს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. იმ დროს კუპატაძე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
არქივიდან
კუპატაძე „კრიმპოლიდან“ დაცვის პოლიციაში, სირაძე პოლიციის დეპარტამენტში - შსს-ში საკადრო ცვლილებებიატელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, იმავე თვეში კუპატაძეს ქვეყანაში შესვლა გერმანიამაც აუკრძალა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეზღუდვა ცხრა პირს დაუწესა, თუმცა მათი ვინაობა არ გაუსაჯაროებია.