ტილერსონი: „რუსეთთან ურთიერთობისას ფხიზლად უნდა ვიყოთ“

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად დასახელებული რექს ტილერსონი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობისას ვაშინგტონი ფხიზლად უნდა იყოს. სენატში გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას მან შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მოქმედებების გამო და დასძინა, რომ აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და მოკავშირეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებები (როიტერის სააგენტოს ვიდეო).