დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს მეტი შეიარაღება სთხოვა

Your browser doesn’t support HTML5

დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს პირველად მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული სიტყვით, „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.“ საათნახევრიანი გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ერთ გუნდად და ერთ ოჯახად და ერთად იმუშაონ უსაფრთხო, ძლიერი და ამაყი ამერიკისთვის.