ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

Your browser doesn’t support HTML5

20 ნოემბერს თბილისში ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და ცოტა ხნის წინ მოკლული ტრანსგენდერის, საბი ბერიანის ხსოვნას მიაგეს პატივი. ეს დღე მსოფლიოში წელს მეცამეტედ აღინიშნება.