ქაბულში თავს დაესხნენ კერძო ტელეკომპანიას

Your browser doesn’t support HTML5

ქაბულში ორი ადამიანი მოკლეს და, სულ ცოტა, 20 დაჭრეს კერძო ტელეკომპანია „შამშადზე“ შეიარაღებული თავდასხმისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოკლული არიან ორი მცველი და ორი თავდამსხმელი. როგორც ტელეკომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აბედ ეჰსასმა თქვა, თავდამსხმელებს პოლიციელების ფორმა ეცვათ. იუწყებიან, რომ ავღანეთის სპეცდანიშნულების შენაერთმა შენობაში შესაღწევად და თავდამსხმელების გასანეიტრალებლად კედელი შეანგრია. დაიჭრა ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. (რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური)