უკრაინა დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ზეიმობს

უკრაინამ 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 25 წელი აღნიშნა. კიევის ცენტრში ჩატარდა სამხედრო აღლუმი, რომელშიც უკრაინამ საკუთარი საბრძოლო შეიარაღება აჩვენა - ეს იყო უკრაინის სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური ჩვენება 1991 წლის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. აღლუმის მიზანი, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან ერთად, ძალის ჩვენებაც იყო რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.