პარლამენტის განცხადება უკრაინის გარეშე

საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული განცხადება მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ ინიციატივას 66 ხმით დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო უმცირესობამ, რომელსაც განცხადების ალტერნატული პროექტი ჰქონდა მომზადებული. პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება ექვსი პუნქტისგან შედგება და მასში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ურთიერთობის გარღმავებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობაზე. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ სრულყოფილი არჩევანის თავისუფლება. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროპის კავშირს, გაზარდოს და გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები პარტნიორი ქვეყნებისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტის განცხადება უკრაინის გარეშე