ხუთწლიანი პროგრამა რეგიონული მედიის მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განაგრძობს საქართველოში მედიის განვითარების პროგრამის დაფინანსებას. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში მოქმედი მედიაორგანიზაციების ხელშეწყობას, რაც გამოიხატება როგორც ტექნიკით უზრუნველყოფაში, ისე ტრენინგების გამართვაში. ხუთ წელიწადზე გათვლილი პროგრამის ბიუჯეტი ხუთ მილიონ დოლარს აღემატება.