უსუფაშვილის ახალი მოძრაობა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების, „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობა“ იქნება თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა.