ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.
მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, რეგიონული უსაფრთხოება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კავშირები და გერმანიისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყანასთან.
- რეგიონში გერმანიის საგარეო მინისტრის ამ იშვიათი ვიზიტისას ვადეფული არ ყოფილა საქართველოში;
- საქართველო წლების განმავლობაში გერმანიის ახლო პარტნიორი იყო, თუმცა 2024 წლიდან, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებული უთანხმოებების ფონზე, გერმანიას მასთან დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.
ასევე ნახეთ
გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობარა იყო ვიზიტის მიზანი?
სამხრეთ კავკასიაში გამგზავრებამდე, 17 ნოემბერს, ვადეფულმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც ვიზიტის მიზნები და რეგიონის მიმართ ბერლინის პრიორიტეტები განმარტა.
ვადეფულის შეფასებით, სამხრეთ კავკასია „გარდამტეხ ეტაპზეა“: რეგიონს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა, ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტები დაძლიოს“.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განცხადებაში კიდევ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
- სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა: გერმანია მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას, ქვეყნებს შორის ნდობის გაძლიერებასა და დაძაბულობის განმუხტვას;
- სატრანსპორტო დაკავშირებადობა: ბერლინი მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაზრდის;
- ენერგეტიკა და ვაჭრობა: სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკისთვის, ვაჭრობისა და აზია-ევროპის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის;
იოჰან ვადეფული
- სტრატეგიული თანამშრომლობა: გერმანია გეგმავს სომხეთთან და აზერბაიჯანთან შეთანხმებული სტრატეგიული დღის წესრიგის „პრაქტიკული პროექტებით განხორციელებას“;
- რუსეთის გავლენა: ვადეფულის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან დაახლოების საკითხი მოსკოვში არ უნდა წყდებოდეს და მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ვადეფულმა ამავე წერილში აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ენერგეტიკა - შეხვედრა ალიევთან
17 ნოემბერს იოჰან ვადეფული აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და რეგიონული უსაფრთხოება.
ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა გაიხსენეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში 2026 წლის ივლისში, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს:
- აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ დეკლარაციას და
- აზერბაიჯან-გერმანიის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას.
ილჰამ ალიევმა 21 ივლისს ბერლინში შეხვედრა გამართა კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, რა დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.
ასევე ნახეთ
ალიევთან შეხვედრის შემდეგ მერცმა ფაშინიანთან ტელეფონით ისაუბრაალიევი-ვადეფულის ახლანდელ შეხვედრაზე კი „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ თანამშრომლობას“: მათ აღნიშნეს აზერბაიჯანის წვლილი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ წელს გერმანიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაიწყო.
ლიდერებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანის როლი „შუა დერეფანში“, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების პერსპექტივები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
ალიევისა და ვადეფულის შეხვედრა
ვადეფული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსაც შეხვდა. ბაირამოვის ოფისის ცნობით, საუბარი შეეხო პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.
მიმოიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესიც, „კონფლიქტის შემდგომი აღდგენა“, ასევე, რეგიონული დაკავშირებადობა და უსაფრთხოება.
ასევე ნახეთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაქოში ვიზიტი დაასრულა და ერევანში გაემგზავრადემოკრატია - შეხვედრა ფაშინიანთან
ვადეფული 18 ნოემბერს ბაქოდან ერევანში გაემგზავრა. იგი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა.
ფაშინიანმა გერმანიას სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი უწოდა და ხაზი გაუსვა ბერლინის მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისა და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის ცნობით, იოჰან ვადეფულმა დაადასტურა გერმანიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე ისაუბრეს:
- სამშვიდობო პროცესზე;
- ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებაზე - მწვანე ენერგეტიკაზე, სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.
მათ ასევე ახსენეს ერევანში გოეთეს ინსტიტუტის ახალი შენობის გახსნა და ქალაქების, ლაიფციგისა და ერევნის დაძმობილება.
ფაშინიანისა და ვადეფულის შეხვედრა
„ერევანში შეგიძლია შეიგრძნო ის დიდი და მამაცური ნაბიჯი, რაც სომხეთის მთავრობამ გადადგა მშვიდობის მიმართულებით. სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა ცოცხალი დემოკრატიაა და ახლა აქვს შანსი, უკან მოიტოვოს ათწლეულების კონფლიქტები“, - დაწერა გერმანიის საგარეო უწყებამ 19 ნოემბერს ფეისბუკზე.
„გერმანიას სურს, ამას მხარი დაუჭიროს. სწორედ ამიტომ იმყოფებოდა იქ საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული. თუკი სომხეთი და აზერბაიჯანი წარმატებით დაასრულებელი მშვიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, ეს რეგიონის სტაბილიზაციას მოახდენს. ამით ჩვენც, ევროპაშიც მივიღებთ სარგებელს, – მაგალითად, აზიიდან უფრო მარტივი მიწოდების ჯაჭვით“, - წერია განცხადებაში.
საქართველოში ტურნეს მიღმა დარჩა
იოჰან ვადეფულის სამხრეთკავკასიურ ტურნეში საქართველო არ მოხვედრილა.
ეს იმ ფონზე, როდესაც გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2024 წლიდან, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო, დაძაბულია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვრცლად ისაუბრა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რუსეთის გავლენასა და რეგიონის ქვეყნების ევროპასთან დაახლოების უფლებაზე, თუმცა საქართველო საერთოდ არ უხსენებია.
გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, - რაც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა – ვადეფულის ვიზიტის მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამხრეთ კავკასიის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ზრდაა.
ასევე ნახეთ
უცვლელია გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხის პროევროპული კურსის მიმართ - ახალი ელჩიიგი მიიჩნევს, რომ გერმანიისა და მთლიანად ევროკავშირისთვის ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხოლო რეგიონის ეკონომიკური ინტერესები მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის გეოპოლიტიკური გავლენების დაბალანსებასთან.
სარჯველაძის შეფასებით, გერმანიის მიერ სომხეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება მიუთითებს, რომ „ბერლინი და ბრიუსელი პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს და ნაკლებად – ნორმატიულზე“.
სარჯველაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს არ ეწვია:
„მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებთანაც გერმანია სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნახსენებიც კი არ არის“, - წერს ექსპერტი.
„ის ფაქტი, რომ საქართველო საერთოდ ამოვარდნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, „ქართული ოცნების“ პირდაპირი პასუხისმგებლობაა“, – მიიჩნევს იგი და წერს:
„გერმანიასთან დიპლომატიური კონფლიქტი სწორედ მმართველმა პარტიამ გამოიწვია და ეს დაპირისპირება საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის – კერძოდ, ევროკავშირისა და ნატოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენა“.
ასევე ნახეთ
დრონები, ჩიპები, გემები, სამუშაო ადგილები სომხეთსა და აზერბაიჯანში - როგორ ხვდება "ამერიკის დაბრუნებას" რეგიონში საქართველოვადეპულის ტურნეს დასრულების მომდევნო დღეს, 19 ნოემბერს, გერმანიის საელჩომ საქართველოში გააკრიტიკა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გერმანიის ახალი ელჩის, ბარბარა ფოსისა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის გაშუქების აქცენტის გამო.
- 18 ნოემბერს „კურიერში“ არხმა ზურაბიშვილის საელჩოში სტუმრობა „ფარულ შეხვედრად“ აღწერა;
- 19 ნოემბერს საელჩომ ფეისბუკზე დაწერა, რომ დიპლომატების ერთ-ერთი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებთან ღია დიალოგით მიიღონ. „ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი“, – წერს საელჩო;
ასევე ნახეთ
„რუსთავი 2“ არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს - გერმანიის საელჩო- სიუჟეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ შეხვედრებზე მათი ოპონენტები უცხოეთიდან დავალებებს იღებენ.
- თავად ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს, საღამოს, თქვა, რომ ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის წინა ელჩთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.
2026 წლის 21 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემაშფოთებელი უწოდა საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვას და განაცხადა, რომ ამაზე წუხილს გერმანია ქართულ მხარეს გაუზიარებდა.
ასევე ნახეთ
შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვის განზრახვაზეთბილისი ევროპიდან კრიტიკის ფონზე
თბილისი, თავის მხრივ, დასავლეთისგან კრიტიკისა და კონტაქტების შემცირების პარალელურად, საგარეო პოლიტიკის სხვა ვექტორებზე მუშაობს.
19 ნოემბერს „იმედზე“ ინტერვიუში საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე, ასევე, ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.
ასევე ნახეთ
ბოჭორიშვილი კატარში - რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკა და ემირის შესაძლო ვიზიტი საქართველოში„პირველ რიგში, ჩინეთის მზარდი როლი გლობალურად თვალსაჩინოა. შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
„იმ ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე ხდება გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში, ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ჩინეთს შორის იყოს მყარი, იყოს ძლიერი“.
„რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენს რეგიონში სწორედ საქართველოში, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ჩინეთის მხრიდან“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ცვლილებები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდებაამავე ინტერვიუში მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგში „არ არის არაფერი საშიში“ და ასე გამოეხმაურა თავისი პირველი მოადგილის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.