ვაზიანში ტანკოდრომი გაიხსნა

Your browser doesn’t support HTML5

11 აგვისტოს ვაზიანში, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტანკოდრომი (საბძოლო მანქანების სატარებელი ველი) გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე სატანკო ბრიგადებმა საკუთარი და ტანკოდრომის შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ტექნიკის სატარებელი ველი და საბრძოლო დირექტორიები ტანკისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაკეთდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდნენ. ხიდაშელის განცხადებით, ტანკოდრომი ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის ნაწილი იქნება.