აღმოჩენა აბანოთუბანში

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის ცენტრში ისტორიული ადგილის კვლევა მიმდინარეობს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ანტიკური ხანის (II-III საუკუნის) აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა. ასევე, აღმოჩენილია თბილისის V საუკუნის გალავანი. ისტორიკოსების თქმით, გათხრების შედეგად, დგინდება, რომ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნემდე თბილისი იყო დასახლებული ადგილი და მასზე აბრეშუმის სავაჭრო გზა გადიოდა. აბანოს გარდა აღმოჩენილია მარანი, ქვევრები და სხვადასხვა ჭურჭელი. არქეოლოგიური კვლევის ადგილი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოინახულა.