ხუდონჰესის წინააღმდეგ კანცელარიასთან აქცია გაიმართა

Your browser doesn’t support HTML5

6 თებერვალს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ხაიშში ხუდონჰესის კაშხლის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა, ის არ არის მომგებიანი პროექტი და, რაც მთავარია, მის ასაშენებლად აუცილებელია სოფელ ხაიშის დატბორვა. აქციის მონაწილეები პროექტის შეჩერებას ითხოვენ. ამ აქციით ისინი გამოეხმაურნენ 6 თებერვალსვე უშუალოდ სოფელ ხაიშში გამართულ ადგილობრივი მოსახლეობის კრებას, რომელზეც ხალხი სოფლის, ეკლესიისა და სასაფლაოს გადასარჩენად შეიკრიბა.