მეხუთე დღე ქუჩაში

Your browser doesn’t support HTML5

მეხუთე დღეა, თბილისის ცენტრში, უსახლკაროების რამდენიმე ოჯახი პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობს. 28 მარტს სოციალურად დაუცველებს იძულებით დაატოვებინეს კორპუსი (მელიქიშვილის N49), რომელშიც ისინი თვითნებურად იყვნენ შეჭრილი. მას შემდეგ გამოსახლებულთა ნაწილი ამავე კორპუსის წინ ცხოვრობს. ისინი პერიოდულად გზას კეტავენ და სახელმწიფო სტრუქტურებისგან საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები უარს ამბობენ თბილისის მერიის შეთავაზებაზე, გადავიდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში (კარავში) საცხოვრებლად. მათ ასევე არ უნდათ დროებით ბინის დაქირავებაც. გამოსახლებულების თქმით, მერია მათ არ აძლევს გარანტიას, რომ თუნდაც ერთი თვის შემდეგ ბინის ქირას ისევ გადაუხდის.