ვლადიმერ ჩაჩიბაია: ეს არის დამატებითი გამოცდილების უნიკალური შანსი

ვლადიმერ ჩაჩიბაია

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე მისიის უფროსი მრჩევლის პოსტზე დაინიშნა, აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის შერჩევაში, მხედრული ბიოგრაფიის გარდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს არმიის მიერ საერთაშორისო სამხედრო მისიებში მიღებულმა გამოცდილებამ და ქვეყნის მთავრობის მიერ გაეროს სამხედრო მისიებში მონაწილეობის თაობაზე ახლახან მიღებულმა გადაწყვეტილებამ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გენერალმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ გაეროს დამხმარე მისია ჰუმანიტარულ ამოცანებზეა ორიენტირებული და ის ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სარდლობასთან კოორდინირებულად მოქმედებს. ახალი ამოცანის შესასრულებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ავღანეთში უკვე გაემგზავრება, ხოლო 15 ოქტომბერს წინამორბედისგან ოფიციალურად გადაიბარებს მისიის უფროსი მრჩევლის თანამდებობას.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან