როცა გეშინია, გახდე თვრამეტის

Your browser doesn’t support HTML5

როგორც კი მზრუნველობას მოკლებულ ახალგაზრდებს 18 წელი უსრულდებათ, სახელმწიფო ავტომატურად წყვეტს მათზე ზრუნვას. მინდობით აღზრდაში მყოფი ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ახალგაზრდები იწყებენ ფიქრს იმაზე, სად წავიდნენ და რა აკეთონ. დამოუკიდებლად თუ არასამთავრობო სექტორის დახმარებით ზოგი მაინც ახერხებს განათლების მიღებასა თუ სამსახურის შოვნას, ხოლო ზოგი ქუჩაში იწყებს ცხოვრებასა და მუშაობას. რას სთავაზობს ქვეყანა ახალგაზრდებს, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა?